ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი, კონტრშეტევაში დახმარების მიზნით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო და საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან, ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის დასახმარებლად. გავააქტიურეთ საბრძოლო მასალის, იარაღისა და შეიარაღებული მანქანების მიწოდება”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინის დახმარება უახლოეს დღეებსა და კვირებშიც გაგრძელდება.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს