სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი

„ქართული ოცნება" თუ შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი - ეს შეფასდება ევროკავშირის მხრიდან არა როგორც დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულება, არამედ როგორც თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება შესაძლოა, აღმოჩნდეს არანაკლებ დამაზიანებელი, ვიდრე ეს იყო ე.წ აგენტების შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც უმრავლესობა გეგმავდა.

„ამ კანონის მიღება ვერ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას, მაგრამ ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს დემოკრატიულ პლურალიზმს და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ იმეორებს იმ შეფასებებს, რაც ამ თემაზე ჩვენ გავაკეთეთ და პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ იქნას მიღებული. ამიტომ მინდა ხაზგასმით ვთქვა, ამ კანონპროექტის მიღება უმრავლესობის მიერ იქნება არა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, არამედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული მორიგი საბოტაჟი, რადგან ვენეციის კომისიის მსგავსი დასკვნის პირობებში მისი მიღება იქნება დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შესაძლოა, არანაკლებ დამაზიანებელი ვიდრე რუსული კანონი აგენტების შესახებ რომლის მიღებასაც ცდილობდა "ქართული ოცნება" ამ პარლამენტში.

ჩვენ გვითხრეს ევროპარლამენტის წევრებმა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დებიძინიზაცია ნიშნავს დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას. ეს (სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლება) თქვა ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაშიც,"- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ვეტოს დაძლევაც სწორედ სტატუსის მიღების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ევროკავშირის მოთხოვნებს შორის ერთ- ერთი მთავარი მოთხოვნა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

„ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ეროვნული ბანკის საბოლოო გაუქმებისკენ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს. ეს მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნის ფონზეც, რომელიც ამბობს, რომ უნდა გააძლიერონ დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მათ შორის იგულისხმება ეროვნული ბანკიც. ამიტომ ვეტოს დაძლევის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს ვთვლი როგორც სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით