კახა კალაძე - მთავარია თანხები კერძო ფუფუნებისთვის არ იხარჯებოდეს, რაც ადრე უდიდესი პრობლემა იყო, თორემ როდესაც სტუმარი ჩამოდის, მას რა თქმა უნდა, გამასპინძლება სჭირდება

მთავარია თანხები კერძო ფუფუნებისთვის არ იხარჯებოდეს, რაც ადრე უდიდესი პრობლემა იყო, თორემ როდესაც სტუმარი ჩამოდის, მას რა თქმა უნდა, გამასპინძლება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 1-ელი ივნისიდან 13 ივნისამდე საქართველოს მთავრობის მიერ წარმომადგენლობით ხარჯებში თითქმის მილიონი ლარის დახარჯვასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძემ უპასუხა ოპოზიციონერების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, “ხელისუფლებას მსგავსი ხარჯების შემცირება შეუძლია, რათა ორ კვირაზე ნაკლებ დროში მილიონი ლარი არ დაიხარჯოს“ და აღნიშნა, რომ თანხები საერთაშორისო სტუმრების მასპინძლობასა და ქართველი პოლიტიკოსების მივლინებებში იხარჯება, რაც ევროინტეგრაციისთვის სავალდებულო და მნიშვნელოვანია.

„თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ დელეგაციებს ვუმასპინძლოთ. თანხები, ასევე, იხარჯება მაშინ, როდესაც კონკრეტული უწყებების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მივლინებებში მიდიან, რაც სავალდებულო და მნიშვნელოვანია.

როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე, ჩვენი წარმომადგენლები შესაბამის უწყებებთან უნდა ჩავიდნენ, კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრა გამართონ. ასევე, უნდა ჩამოვიდნენ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს ქვეყანაში.

მთავარია თანხები კერძო ფუფუნებისთვის არ იხარჯებოდეს. მაგალითად, კონკრეტული ადამიანების შვილების სწავლის გადასახადისთვის, ე.წ. მასაჟისტების ჩამოყვანისთვის ან კონკრეტული ქალბატონების სამკაულების საყიდლად, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა. ეს ადრე უდიდესი პრობლემა იყო, თორემ როდესაც სტუმარი ჩამოდის, მას რა თქმა უნდა, გამასპინძლება სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება