დავით უსუფაშვილი - გიორგი მსხილაძემ ან ბოლომდე მოგვახსენოს რა ხდება, ან პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებაზე თანაბრად არა, მაგრამ ნამდვილად გადანაწილდება როგორც უმრავლესობაზე, ისე პატივცემულ პრეზიდენტზე

მე მინდა მომხსენებელს, გიორგი მსხილაძეს ვთხოვო, რომ ან ბოლომდე ღიად და გულწრფელად მოგვახსენოს ჩვენ და საზოგადოებას რა ხდებოდა და რა ხდება, თუ არადა პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებაზე მთლად თანაბრად არა, მაგრამ ნამდვილად გადანაწილდება როგორც უმრავლესობაზე, ისე პატივცემულ პრეზიდენტზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით განზრახული იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საკადრო პრობლემების მოსაგვარებლად, რაც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და არ საჭიროებს კონტრასიგნაციას ან კონსულტაციებს. ამასთან უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტაციების შემთხვევაში ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, რადგან პარლამენტში ბევრი სხვა პარტიაც არის.

„ამ არგუმენტზე ჩაჭიდება, რომ აღმასრულებელი გაიზრდება და 4 რომ გახდება და მერე 3 რომ გახდება და ა.შ. ეს არასერიოზული არგუმენტია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. რაც ხდება იმას ყველა ხედავს და თუ პრეზიდენტი ან თქვენ არ იტყვით, მაშინ, კი ბატონო, გაიზიარეთ პასუხისმგებლობა. კანონპროექტის შემოსვლის დრო, ფორმა, მიმართულება, შემდგომ ვეტოს დაძლევის შეფერხება, მერე ისევ რაღაც კონსულტაციები, რომლებიც გქონიათ კონკრეტულ პარტიასთან, მაშინ როდესაც პარლამენტში ძალიან ბევრი პარტიაა, არ წარმოდგენა ახალი კანდიდატის, მერე უმრავლესობა ამბობს შევთანხმდით, მაგრამ აღარ შეასრულაო და ამიტომ, ახლა ვეტოს დავძლევთო - ახლა ვისმინოთ ერთ მხარეს ან მეორე მხარეს, რომ ინსტიტუციურ თემებზეა აქ საუბარი, თუ ამ კანონპროექტით განზრახული იყო ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საკადრო პრობლემების მოსაგვარებლად, რომელშიც არაფერი არ ესაქმება არც ერთ პარტიას? ესაა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, არ სჭირდება ამას კონტრასიგნაცია და არავისთან კონსულტაცია და თუ კონსულტაციაა, მაშინ კეთილი ინებოს და ყველა პარტიასთან იყოს. ამ კანონის მიზანი იყო საკადრო საკითხების მოგვარება, ახლა ის ვერ მოგვარდა პრეზიდენტთან კონსულტაციებით, ახლა ვუბრუნდებით ამას და ვანგრევთ ინსტიტუტს და ამაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელი უპრეცედენტოდ პირდაპირ გველაპარაკება. ან გვითხარით რა ხდება, ან არადა გაიზიარეთ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ იმაზე, რასაც უკეთებთ ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით