რომან გოცირიძე - იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს

იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის მტკიცებით, კონტექსტის გათვალისწინებით "ოლიგარქიული მმართველობის შესახებ" კანონი საქართველოსთვის რეპრესიული იქნება.

მისი თქმით, ამ მხრივ უკრაინა და მოლდოვა სხვა მდგომარეობაშია, ხოლო საქართველო სხვა მდგომარეობაში იმყოფა.

"თურმე ხელისუფლებაში ოლიგარქები არ არიან, მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები ოლიგარქები არ არიან და ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან, თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და მას ხელისუფლებაზე არავითარი გავლენა არა აქვს... და ვინ არიან ოლიგარქები? - ოლიგარქები ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები არიან! პრაქტიკულად ამას ნიშნავს ადამიანების ოლიგარქთა რეესტრში შეყვანა, რის შემდეგაც მათ მიმართ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყება.

ვენეციის კომისიამ ისტორიული დასკვნა დადო - თუკი ვამბობდით, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა და ეს უფრო მეტად აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური შეფასება და ტერმინი, ყველაზე დიდმა სამართლებრივმა ექსპერტმა - ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა არსებობს და იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა 13 ივნისის პლენარული სხდომის ბოლო საკითხად „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პერსონიფიცირებულია და არ უნდა იქნას მიღებული, ხოლო დეოლიგარქიზაცია უნდა განხორციელდეს არა პერსონიფიცირებული მიდგომით, არამედ სისტემური მიდგომით, რომელიც სხვადასხვა სფეროში შესაბამისი ცვლილებების მიღებას გულისხმობს.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ- ერთია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში