ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის დაჩქარებისკენ მოვუწოდე. ამის შესახებ ევროპულისამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივარ ვარჰეი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“საქართველოს რეფორმების მცდელობებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბრის ფოკუსში იყო.
[ევროკავშირის] საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის დაჩქარებისკენ მოვუწოდე, რათა საქართველომ მის ევროკავშირის გზაზე წინსვლა შეძლოს.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - წერს ვარჰეი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"