სემეკმა „რუსთავის წყალი“ დააჯარიმა

სემეკმა „რუსთავის წყალი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „რუსთავის წყალი“ 40 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკის ცნობით, სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შპს „რუსთავის წყლის“ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა სემეკის მიერ დადგენილ წესებს. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით.

„სემეკის მიერ დადგენილი „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას. წესების მიხედვით, დაუშვებელია სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფისათვის მიერთების მსურველის მიერ რაიმე სახით სამუშაოების განხორციელება.

სემეკის გადაწყვეტილებით შპს „რუსთავის წყალს“ დაევალა დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად