სოლომონ პავლიაშვილმა და USAID-ის წარმომადგენლებმა მყარი ნარჩენების მართვის სისტემებზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის (Solid Waste Management) კომპონენტი და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სოლომონ პავლიაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებს არაერთი მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებში ნარჩენების მართვის კომპონენტის გააქტიურება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.

„ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი უკვე არსებობს. მიღებული გვაქვს ტექნიკური რეგლამენტები ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრომოწყობილობების, აკუმულატორების ნარჩენების მართვის მიმართულებებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაფუთი და ავტომობილების ნარჩენების მართვის ტექნიკურ რეგლამენტებზე. ჩვენი სწორი პოლიტიკით და ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა რეალურად ამუშავდა, სადაც, დღეისათვის, უკვე 11 000-მდე კომპანიაა გაერთიანებული. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი გარემოდან ნარჩენების ამოღებაა, თუმცა ნარჩენების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი წარმოების განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება რეალური მხარდაჭერა. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, კოორდინირებული მოქმედება, ეფექტიანი და შედეგის მომცემი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების გამართული სისტემის არსებობა, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას გაადვილებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე USAID-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფოკუსირებულია კერძო სექტორის განვითარებაზე. მყარი ნარჩენების მართვის კომპონენტში, ტექნიკური დახმარება უკვე გაეწია რამდენიმე კომპანიას საბურავების, მინის, პლასტმასის და ა.შ გადამუშავების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში, გაფართოებულ ფორმატში, გაიმართება სამინისტროს, USAID-ის სხვადასხვა პროექტის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებისა და მგვ-ის წევრი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, სადაც ნარჩენების გადამუშავების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი