გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა

გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა.

გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებული თ.კ. რომელმაც 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში.

უწყების განმარტებით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარუდგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება