თსუ-ს ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის რიხარდ მეკელაინის პირადი არქივი გადმოეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ რიხარდ მეკელაინის პირადი არქივი, მისმა შვილიშვილებმა ანგელიკა კაისჰოლდმა და მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინმა თსუ პროფესორის ალექსანდრე კარტოზიას ინიციატივითა და ხელშეწყობით უსასყიდლოდ გადმოსცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მეკელაინის ოჯახის ხუთი წევრი, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მეკელაინის შვილიშვილი მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინი, რომელიც ფრანკფურტის ქართულ-გერმანული საზოგადოება “გეორგიკა”-ს გამგეობის წევრია.

პირველი მსოფლიო ომის დროს პროფ. რიხარდ მეკელაინი კითხულობდა ლექციებს ქართული კულტურის შესახებ და ასწავლიდა ქართულ ენას ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის (ამჟამად ჰუმბოლდტის სახელობის) უნივერსიტეტში. მას ეკუთვნის პირველი ქართულ-გერმანული ლექსიკონი და გერმანული ენის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომლითაც ისწავლებოდა გერმანული ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. რიხარდ მეკელაინმა თარგმნა გრიგოლ რობაქიძის რომანი “გველის პერანგი”, რომელიც 1928 წელს შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით გამოიცა გერმანიაში. მანვე თარგმნა გრ. რობაქიძის “კავკასიური ნოველები”, რომლებიც ქართველი მწერლის გერმანიაში ემიგრაციის შემდეგ გამოქვეყნდა. პროფ. მეკელაინს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ მოღვაწეებთან, რომლებიც გასული საუკუნის პირველ მეოთხედში განათლებას იღებდნენ გერმანიაში ან დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ ამ ქვეყანაში. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ქართული მწერლობის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წარმომადგენელი გრიგოლ დიასამიძე.

ქართველ მეცნიერთაგან რიხარდ მეკელაინს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა აკადემიკოსებთან აკაკი შანიძესთან და სიმონ ყაუხჩიშვილთან, ასევე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა საქართველოში, თავისი უახლოესი მეგობრის, რაფიელ ნიჟარაძის, დახმარებით რ. მეკელაინი სვანურის შესწავლასაც შეუდგა და სვანეთის ეთნოგრაფიის სალექციო კურსიც მოამზადა თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროფესორ რ. მეკელაინის ხელშეწყობით ბერლინში შეიქმნა “რუსთაველის საზოგადოება” და დაარსდა ჟურნალი “ახალი აღმოსავლეთი”, რომელშიც ძირითადად ქართველი და გერმანელი ავტორების მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი სტატიები იბეჭდებოდა. რიხარდ მეკელაინის ხელშეწყობით შესრულდა ასევე საორგანიზაციო სამუშაო ქართულენოვანი ჟურნალის, “ევროპის მოამბის”, დასაარსებლად 1918 წელს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება