„სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, გააჟღერონ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო და ეროკავშირი. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-სთან, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც სააქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ნატო. ჩვენ გვინდა ამერიკასთან მეტი ეკონომიკური ურთიერთობები, მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და გვინდა, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა. ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის „რუსული რეჟიმისგან“ საქართველოს გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმოდეთ, იმიტომ, რომ საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს რუსულ რეჟიმსა და რუსეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარის თქმით, ვიზიტის მთავარ თემებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარღმავება წარმოადგენს, საუბარი იქნება ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც.

„იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში. გვექნება საქართველოს უსაფრთხოების შესახებ საუბარი. ასევე თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ. იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდის ფორმატი ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ქართველი ექსპერტებიც დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საერთო სამოქმედო გეგმას მომდენო პერიოდის მანძილზე, თუ რა უნდა გაკეთდეს,“- აღნიშნა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა