კახა კალაძე - თუ ვინმეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ეჭვები გააჩნდა, რწმუნდება, რომ ეს იყო სიცრუე და ბინძური კამპანია - რეალურად, ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონია

თუ ვინმეს რაღაცაში ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენდა, რწმუნდება, რომ ეს იყო სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ - რეალურად, ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს მკურნალობის კუთხით ყველანაირი შესაძლებლობა და ხელშეწყობა ჰქონდა.

„რეალურად ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით, ყველანაირი ხელშეწყობა იყო იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. დანაშაული მას კონკრეტულ საქმეებზე დამტკიცებული აქვს, თუმცა სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა და უშუალოდ იღებდა მონაწილეობას“.

„თუ ვინმეს თვალის ასახვევად იმას აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის ამ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე. ასე რომ ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან საქართველოს მოქალაქე არაა. თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა მოქალაქეობაზე. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, არ ვიცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება