თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება თავადაა ძალადობის ავტორი და ინიციატორი - პარლამენტში ძალადობრივი განცხადებები არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება

ხელისუფლება თავადაა ძალადობის ავტორი და ინიციატორი - პარლამენტში ძალადობრივი განცხადებები და ძალადობის ინსცენირება არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

"ხელისუფლება ახალისებს ძალადობას, რადგან თავად არის ამ ძალადობის ავტორი და ინიციატორი. როცა საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში აკეთებენ ძალადობრივ განცხადებებს და ძალადობის ინსცენირებას, ეს არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება. ისინი როგორც წესი, ან პირდაპირ არიან ორგანიზებული "ქართული ოცნების" მიერ ან სხვადასხვა სახით ახალისებენ, მათ შორის, დაუსჯელობით ყოველთვის.

ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას ძალადობაზე, დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და ცდილობს ამგვარი ძალადობრივი ჯგუფებით შეინარჩუნოს ძალაუფლება," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება