ბორის ჯონსონს პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, წინასწარი შეთანხმების გარეშე ქვეყნის პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება წაერთვა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად ყოფილმა პრემიერმა „განზრახ შეიყვანა შეცდომაში“ დეპუტატები პანდემიის დროს დაუნინგ სტრიტზე წვეულების ჩატარებასთან დაკავშირებით.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დისციპლინარული კომიტეტის დასკვნები, რომელიც ბორის ჯონსონი სიცრუეში ამხელა, თემთა პალატამ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. „მომხრე“ 354 პარლამენტარი იყო, „წინააღმდეგ“ - 7.

გავრცელებული ინფორმაციით, დებატებმა და შემდგომმა კენჭისყრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მსვლელობისას ექს-პრემიერს მისივე ყოფილი მინისტრთა კაბინეტის წევრები და წინამორბედი ტერეზა მეი დაუპირისპირდნენ, აჩვენა, რომ ბორის ჯონსონის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის რიგებში განხეთქილება არსებობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ბორის ჯონსონს პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, წინასწარი შეთანხმების გარეშე ქვეყნის პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება წაერთვა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად ყოფილმა პრემიერმა „განზრახ შეიყვანა შეცდომაში“ დეპუტატები პანდემიის დროს დაუნინგ სტრიტზე წვეულების ჩატარებასთან დაკავშირებით.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დისციპლინარული კომიტეტის დასკვნები, რომელიც ბორის ჯონსონი სიცრუეში ამხელა, თემთა პალატამ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. „მომხრე“ 354 პარლამენტარი იყო, „წინააღმდეგ“ - 7.

გავრცელებული ინფორმაციით, დებატებმა და შემდგომმა კენჭისყრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მსვლელობისას ექს-პრემიერს მისივე ყოფილი მინისტრთა კაბინეტის წევრები და წინამორბედი ტერეზა მეი დაუპირისპირდნენ, აჩვენა, რომ ბორის ჯონსონის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის რიგებში განხეთქილება არსებობს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება