ჯაბა სამუშიამ საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მარია თეოდორუს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს ისტორიულ კონტექსტში, ასევე, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საერთო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს.

როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი დაარსების დღიდან განსაკუთრებულად ზრუნავს ბერძნული ენისა და კულტურის შესწავლასა და განვითარებაზე საქართველოში.

„თავის მხრივ, საბერძნეთის ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუმ იმ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართულ და ბერძნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებობს.

თსუ-ს რექტორმა გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა. აქვე აღინიშნა საბერძნეთთან დაკავშირებული იმ ისტორიულად საინტერესო მასალების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ინახება. რექტორის თქმით, ეს ნამდვილად ღირებული იქნება იმ ბერძენი მეცნიერებისთვის, ვინც ამ სფეროს კვლევით არის დაინტერესებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით