საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელი ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზუ­­რაბიშვილმა მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრების წახალისებას და მხარეებს შორის თანამშრომლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნეს ასოციაცია და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში, ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული მდგრადობის წამახალისებელი აქტივობების განხორციელებისთვის იმუშავებენ და მხარდაჭერის მექანიზმებს შეიმუშავებენ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სახის თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საერთო ხედვებისა და ამოცანების განხორციელებაზე. აღნიშნული მემორანდუმი ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის კომპონენტის გაძლიერებას წაახალისებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 000 – ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება