დიდი ბრიტანეთის ელჩი - ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით - თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია

ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით, თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მთხოვეს რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. წინა წლებიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ცოტა ხნის წინ 12 თვე შესრულდა დაკავებიდან. ამ ქეისის განვითარებასთან პარალელურად მის ახლოდან დაკვირვებას ვაგრძელებთ.

რაც შეეხება 12 პუნქტს, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ პოზიციაშია, ვინაიდან, ევროკავშირის წევრი აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას და ნატო-ს წევრობას რამდენიმე ძირითად მიზეზის გამო. ყოველი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ყველა დიდი პოლიტიკური პარტია ასევე ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ძირითადი დემოკრატიული ფაქტია და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ამას, ასე რომ, ჩვენ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსისადმი პროგრესს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით…

ჩემი როლი არ არის სასამართლო პროცესის კომენტირება, მაგრამ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით. მიზეზი, ახლა რატომაც გელაპარაკებით, არის ის, რომ ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, თავისუფალი და ცოცხალი მედიის მხარდამჭერები ვართ, ვინაიდან ეს ყოველი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ყველა თქვენ უფლებას ვუჭერთ მხარს, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ”, - განაცხადა კლეიტონმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით