ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“- ში გამართულ „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის" გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაცნობად, არამედ ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ძირითად ტენდენციებზე მსჯელობისთვის. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ფორუმს ესწრებიან კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტები და ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება