შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის შუალედური ანგარიში სათანადოდ ასახავს, თუ რამდენად წინ არის საქართველო რეკომენდაციების შესრულებაში - კანდიდატის სტატუსი რომ არ გვაქვს, უსამართლობაა

დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის შუალედური ანგარიში სათანადოდ ასახავს, თუ რამდენად წინ არის საქართველო რეკომენდაციების შესრულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ შარშან კანდიდატის სტატუსი, რომ ვერ მიიღო უსამართლობა იყო და ის იმედოვნებს, რომ „ეს უსამართლობა მალე აღმოიფხვრება.“

„ბრიუსელიდან და სხვადასხვა ევროპული დედაქალაქებიდან ბევრ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გამოხმაურება გვქონდა. ფაქტია, რომ პარლამენტმა ამ თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით იმუშავა. ჩვენ, დაახლოებით 100 კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ შეგვესრულებინა რეკომენდაციები. კარგია, რომ შუალედური შეფასებები იქნება, ვნახოთ დეტალებს რას გაგვიზიარებენ იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბრისთვის კომისიის საბოლოო დასკვნისთვის მოვემზადოთ და მათ შორის, დეკემბრის გადაწყვეტილებისთვისაც.

უფრო ხშირად გვესმის, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლომდე სამართლიანი, მაშინ როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა და კანდიდატის სტატუსი არ მიეცა და იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივაც ეს ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს თუ რამდენად აკმაყოფილებს ამას საქართველო - ქვეყანა შარშან ივნისშიც აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმს, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ყოველდღე, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, სინამდვილეში არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და ჩვენ მოველით, რომ ეს უსამართლობა მალე აღმოიფხვრება.

ვნახოთ, რა შეფასებები იქნება, ასე იმასაც ამბობდნენ, რომ უკრაინამ 7-დან 2 რეკომენდაცია შეასრულა. ვნახოთ, შუალედური ანგარიში რა იქნება. პირველ რიგში უნდა ვნახოთ, პირველადი შეფასებები რა იქნება. ჩვენ, ჩვენი მხრივ რეკომენდაციებს ვასრულებთ და ვპასუხობთ. საბოლოო შეფასება, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ევროკომისიას. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულების პროგრესს, მე დარწმუნებული ვარ ევროკომისიის შუალედური ანგარიში ამას სათანადოდ ასახავს, თუ რამდენად წინ არის საქართველო ზუსტადაც რეკომენდაციების შესრულებაში.

ჩვენ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ევროკომისიას ვთხოვდით, რომ ოფიციალური განმარტებები მოეცათ, იგივე დეოლიგარქიზაცია იქნებოდა, თუ დეპოლარიზაცია, ოფიციალური განმარტებები მოეცა რას გულისხმობდნენ ამაში. თუმცა, ევროკომისიის პოზიცია იყო, რომ ის განმარტებებს არ იძლევა. არსებობდა რეკომენდაციები და ჩვენ ისე უნდა შეგვესრულებინა, როგორც ჩვენ ვთვლიდით სწორად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობთ, თუ არა, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება 12 რეკომენდაციის შესრულებაში, პაპუაშვილი ამბობს, რომ „სისხლის სამართლის საქმეების კანდიდატის სტატუსთან დაკავშირება არ არის სწორი და ეს აკნინებს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელობას, ასევე, ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.“

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით