ირლანდიის პარლამენტის სპიკერი - მოუთმენლად ველით თქვენთან, როგორც თანასწორ პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირის გაძლიერების საქმეში

ჩვენ აქ ვართ, რათა შემოგთავაზოთ და დაგარწმუნოთ ჩვენ ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, - ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის სპიკერმა, შონ ო ფარელმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.

„ძალიან მოხარული ვართ საქართველოში ყოფნით. ჩვენ აქ ვართ, რათა შემოგთავაზოთ და დაგარწმუნოთ ჩვენ ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ“, - აღნიშნა შონ ო ფარელმა.

მან ევროკავშირში ირლანდიის გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 50 წლის წინ, როდესაც ირლანდია ბლოკს შეუერთდა, მის წევრებს შორის უღარიბესი ქვეყანა იყო, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა.

„მოუთმენლად ველით თქვენთან, როგორც თანასწორ პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირის გაძლიერების საქმეში”, - აღნიშნა შონ ო ფარელმა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025