მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას გეგმავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, საკუთარ მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საკუთარ მოთხოვნებსა და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას, მხარდამჭერების გამოკითხვის შემდეგ გააცნობს.

„ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე საქართველოს გულებიანი დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების" პროტესტი.გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა. მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა მომაქციონ თქვენგან იზოლაციაში "პუტინისტებმა", მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი მხარდამჭერებს სთავაზობს, "ყველა საჭირბოროტო საკითხზე" შეკითხვები გაუგზავნონ. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, კითხვებზე მისი პასუხები სამშაბათს „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება.

„მინდა მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ.

მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე.

ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას“, - წერს სააკაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა