ფოთში ოპოზიცია წყლის ტარიფის შემცირებას ითხოვს

ფოთში ოპოზიცია წყლის ტარიფის შემცირებას ითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ყველა ქალაქში, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს წყლის ტარიფი 42 თეთრია, ფოთში კი, აბონენტებს 80 თეთრის გადახდა უწევთ. როგორც ისინი ამბობენ, ტარიფის გადახედვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს სემეკს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის ტარიფი, ზღვრული განსაზღვრა, მაგრამ დადგენილებაში ჩაწერა, გარდა ქალაქ ფოთისა. ანუ სადაც ოპერირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, იქ ყველგან ტარიფი არის 42 თეთრი, ხოლო ფოთში არის 80 თეთრი, რომელიც ორჯერ მეტია სხვა რეგიონებთან შედარებით. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართეთ სემეკს, სახალხო დამცველს, ენერგოომბუდსმენს, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამივე ინსტიტუტიდან სხვადასხვა პასუხი მივიღეთ. ჩვენ მოვითხოვთ სემეკმა, კანონის თანახმად, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და სთხოვოს კომპანიას წარმოადგინოს გაანგარიშება დაზუსტებული და მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას სემეკი ჯიუტად არ აკეთებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან ურთიერთგარიგებაში არიან, რითაც ზარალდება მოსახლეობა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ხომერიკმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით