ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ ვთავაზობ საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება

Edison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი Edison Research-ის კვლევას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო სტრატეგია, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში.

“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, ასე მიიჩნევს ქართველი ხალხი, რადგან „რუსულ ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. ასევე მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ შედეგების მიხედვით სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს აქვთ გარკვეული შედეგები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მეტიც, მნიშვნელოვანია ახლა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იფიქრონ მათ გაერთიანებაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დამატებით სხვა ერთობები და ასევ ვთქვათ შემომატებები აუცილებლად ექნება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, სხვა პროდასავლური ძალებიც გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ და მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ, საერთო სტრატეგიას და არა ვინმესთან გაერთიანებას, რადგან ეს კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, მეტიც, არის მზარდი, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო გეგმა, სტრატეგია და საერთო ჯამში მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით