რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყნის დელეგაცია თბილისში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში შექმნილი ენერგოეფექტურობის საკოორდინაციო ჯგუფის 32-ე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მიმართა.

მან მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ენერგეტიკის სექტორში.

„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა. ის ფოკუსირებულია ენერგოეფექტურობის გაზრდაზე, განახლებადი ენერგიის ხელშეწყობასა და მდგრადი და უსაფრთხო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე ყველა სექტორში. პროგრამა არის საგზაო რუკა ჩვენი ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის და გვეხმარება ჩვენი პოლიტიკის ევროკავშირის დირექტივებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციაში“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროგრამის მიხედვით საქართველო ატარებს არაერთ ინიციატივას შენობებში, მრეწველობასა და ტრანსპორტში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

მისი თქმით, საქართველოში ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, არამედ ქმნის უფრო მდგრად და ეკონომიურ ენერგეტიკულ ეკოსისტემას.

რომეო მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, რომ სწორედ თბილისი შეირჩა მაღალი დონის რეგიონული სამუშაო შეხვედრის ჩატარების ადგილად.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება