ნიკა მელია - ვულოცავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო - ვისურვებდი, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავაბაროთ წარსულს პოლიტიკური პატიმრობა

ვულოცავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უნდა გადადგმულიყო, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება.

როგორც მელიამ რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებდა.

„სიმართლე გითხრათ, მქონდა ეს მოლოდინი. ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მიზეზის გამო და კარგია, რომ ეს მოხდა. ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავაბაროთ წარსულს პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ფენომენი, ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ მათ არანაირი ნება არ აქვთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება აქციონ პირუთვნელ მართლმსაჯულებად.

ჩვენს რეალობაში რჩებიან პოლიტიკური პატიმრები, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და არიან კიდევ სხვა ადამიანები, რომელთა სახელი და გვარი ფართო საზოგადოებამ არ იცის. ციხეში იმიტომ არიან, რომ ისინი პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ.

ვულოცავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უნდა გადადგმულიყო“,- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება