ნიკა გვარამია - მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო, ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს - რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, ამაზე არანაირი გადაწყვეტილება არ  მიმიღია

"მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება იმ სირთულეებიდან „მთავარი არხის“ გამოყვანა, რომელშიც ის იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო , - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შესაბამისი წინადადებით არხის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართავს.

გვარამიას თქმით, ზოგადად რას გააკეთებს, ამაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა, მაგრამ „მთავარი არხი“ გადარჩა, მან აჩვენა, რომ ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც „მთავარ არხზე“ და არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს. პირველ რიგში, ეს იქნება რასაც გავაკეთებ. არ ვიცი მე ჯერჯერობით ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან როგორც ჟურნალისტის, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული.

რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში მე ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება, ზოგადად არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება რა ხდება სინამდვილეში გარეთ", - განაცხადა მან.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება