შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ყველა ადვოკატს ვულოცავ ადვოკატთა სახლის გახსნას - მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა სახლი განთავსებულია იქ, სადაც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, პროკურატურა და ამით რეალიზდება იდეა, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების უბნის შექმნას

საქართველოს ყველა ადვოკატს ვულოცავ ადვოკატთა სახლის გახსნას. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, რომ არის თანამედროვე შენობა, რომელშიც ადვოკატთა ასოციაცია განთავსდება, არამედ მნიშვნელოვანია, თავად ადვოკატთა პროფესიაში, ადვოკატებს შორის ინტენსიურ თანამედროვე გარემოში კომუნიკაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის - „ადვოკატთა სახლის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაციას განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაში, მართლმსაჯულების პროცესების გაუმჯობესებაში და აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაც ადვოკატთა ასოციაციის უფრო ეფექტიანად მუშაობას შეუწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადვოკატთა სახლი განთავსებულია იქ, სადაც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, პროკურატურა და ამით კონცეფცია და იდეა, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების უბნის შექმნას, ესეც რეალიზდება, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვადასხვა იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგი გაღრმავდეს და ამან ხელი შეუწყოს ყველა პროფესიის განვითარებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა ასოციაციას, მის ყველა წევრს, ვინც წვლილი შეიტანა ადვოკატთა სახლის მშენებლობაში და ამ კონცეფციის განხორციელებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა ადვოკატებს, რომელთაც ფიცი დადეს.„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო ვისკო, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ დელეგაციები ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება