თინა ბოკუჩავა - მიუხედავად  მუქარის, შანტაჟის და ზეწოლისა, პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იმედი მაქვს ამას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

მიუხედავად მუქარის, შანტაჟის და ზეწოლისა, პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იმედი მაქვს ამას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანია უფრო აქტიური გახდება.

სალომე ზურაბიშვილი აქამდეც იყო შანტაჟის და მუქარის მსხვერპლი, ამაზე ღიად საუბრობდა ის, ასევე მისი საპარლამენტო მდივანი. სავარაუდოდ, ეს კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მის წინააღმდეგ. მე მოხარული ვარ, რომ მას ჰქონდა გამბედაობა იმისთვის, რომ მიუხედავად ასეთი მუქარის, შანტაჟის და ზეწოლისა, მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, რადგან თუ რამე დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და გაუხსნის შესაძლებლობას, რომ სტატუსი მივიღოთ, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად, არის სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია. დიდი იმედი მაქვს, ამას მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება და შეგვეძლება ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული დეპოლარიზაციის მიმართულებით, რაც არის ევროკავშირის ერთ- ერთი მოთხოვნა,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება