“ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა

„ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს; ნაძალადევის ორგანიზაციას - დავით ჭელიძე; ჩუღურეთის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე; დიდუბის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი; ვაკის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია; საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; სამგორის ორგანიზაციას - სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა სამხარაძე; გლდანის ორგანიზაციას - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე; მთაწმინდის ორგანიზაციას - მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის