რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ უკრაინაში, კონფლიქტში მონაწილე ჯარისკაცები მოინახულა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უკრაინაში მყოფ ჯარებს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შოიგუ უკრაინაში რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების მეთაურს გენერალ ევგენი ნიკიფოროვს შეხვდა და მოისმინა მოხსენება „შექმნილ ვითარებაზე, მტრის მოქმედებების ბუნებაზე და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებაზე“.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარების მხარდაჭერის ორგანიზებას და პირადი შემადგენლობის უსაფრთხო განლაგებისთვის პირობების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ეს შოიგუს პირველი საჯარო გამოჩენაა „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, როდის განხორციელდა შოიგუს ვიზიტი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ უკრაინაში, კონფლიქტში მონაწილე ჯარისკაცები მოინახულა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უკრაინაში მყოფ ჯარებს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შოიგუ უკრაინაში რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების მეთაურს გენერალ ევგენი ნიკიფოროვს შეხვდა და მოისმინა მოხსენება „შექმნილ ვითარებაზე, მტრის მოქმედებების ბუნებაზე და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებაზე“.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარების მხარდაჭერის ორგანიზებას და პირადი შემადგენლობის უსაფრთხო განლაგებისთვის პირობების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ეს შოიგუს პირველი საჯარო გამოჩენაა „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, როდის განხორციელდა შოიგუს ვიზიტი.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით