პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მოწვეული ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტროსა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომაზე, ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს როლი საკითხის გადაჭრის პროცესში, რადგან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ ძველი კანონმდებლობით არის განსაზღვრული და 20 ლარია. პროფკავშირების გაერთიანება წლებია, აყენებს საკითხს, რომ განისაზღვროს ახალი, დასაქმებულებზე ორიენტირებული, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში არსებული სტანდარტი საშუალო ხელფასის 60%-ის მიხედვით ითვლება, თუმცა, საქართველოში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები წლებია უარს ამბობენ ახალი სტანდარტის შემოღებაზე და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სიახლე მათზე მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს. არსებული საკითხის გათვალისწინებით, პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთხელ გამოთვალა საქსტატის მიერ დაანგარიშებული საშუალო ხელფასის მიხედვით დასაწესებელი სტანდარტი, რომელიც დღეის მდგომარეობით, ხელფასის 40%-ის შესაბამისად, 636 ლარს შეადგენს.

პროფკავშირები კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოსა და ბიზნესს, მისცენ დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული პირობებით მუშაობის საშუალება. გაერთიანება უახლოეს პერიოდში, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს კიდევ ერთხელ შეიტანს და მოითხოვს, რომ სასწრაფოდ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად