შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე - ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებებისთვის ვეტოს დადებით გაიზიარა მმართველი გუნდის წუხილი.

„ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი. ერთადერთი რაც მან თქვა, ნაცვლად 100-ისა ხომ არ იყოს, 90, თორემ ის, რომ ზოგადად, 100 ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იზიარებს, ეს ერთი. მეორე, ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2/3 ანუ, 100 ხმა არის ზედმეტად დიდი, ეს არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. ეს გამოსავალი იყო სწორედ ის, რომელიც ჩვენ ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ საზოგადოებას, უბრალო უმრავლესობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. 100 იქნება თუ 90, ჩემი აზრით, ეს დიდი სხვაობას არ გვაძლევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ზეპარტიულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასწორია მიდგომა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობით და ის პარტიულ ხაზს ატარებს.

„თითქოს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეს არ აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას, რომ წარუდგინოს პარლამენტს კვალიფიციური, მიუკერძოებელი კანდიდატი. ყველას შევახსენებ, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად, ყოველგვარი კომისიის გარეშე. იცით, რომ სწორედ ჩემი შეთავაზებით ცოტა ხნის წინ ჩვენ აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ავირჩიეთ. მას შემდეგ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს? ამიტომ, ასე მიდგომა, რომ თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობით და ის პარტიულ ხაზს ატარებს, არ შეუძლია შეარჩიოს პროფესიული, კვალიფიციური, მიუკერძოებელი კადრი, ეს ზოგადად, სისტემის არასწორი დანახვაა. ამ ლოგიკით, საბოლოო ჯამში, ისევ საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს ცესკოს წევრებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება