ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თუ ვერ გაიგეთ, რა მოხდა რუსეთში, გაგაგებინებთ! კრიმინალური და არასტაბილური რუსეთი ვერასდროს გახდება საქართველოსთვის სანდო პარტნიორი და ვერასდროს ჩაანაცვლებს ევროკავშირს!

თუ ვერ გაიგეთ, რა მოხდა რუსეთში, გაგაგებინებთ! კრიმინალური და არასტაბილური რუსეთი ვერასდროს გახდება საქართველოსთვის სანდო პარტნიორი და ვერასდროს ჩაანაცვლებს ევროკავშირს! ეს ქვეყანა თქვენი გამალებული მცდელობის მიუხედავად, წინ, ევროპისკენ აუცილებლად ივლის, - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

ანა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე დაგიმარცვლეს და ისე აღგიწერეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად. დანარჩენი ან შესრულებული არ არის ან მეტწილად შეუსრულებელია. აი, ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე გამხელთ თქვენ! ახლა, რა არის აქ საინტერესო - ის ორი ტყუილი, რომელსაც ამბობთ, რომ თურმე ოპოზიცია გიშლით ხელს. თუ ოპოზიცია გიშლით ხელს რეკომენდაციების შესრულებაში იმ სამის შესრულებაში ვერ შეგიშალათ ხელი? ე.ი. საქმე იმაშია, რომ როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს, მაშინ რეკომენდაციები სრულდება, როგორიც არის, მაგალითად, გენდერული თანასწორობის რეკომენდაცია, სხვათა შორის, ოპოზიციის ჩართულობით“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სასამართლოს რეკომენდაციის აღსრულება არ სურს.

„ტყუილი ნომერი ორი, რითაც კვებავთ თქვენივე აგიტატორებს და თქვენივე პარტაქტივს შეურაცხყოფას აყენებთ, ეუბნებით, რომ ევროპა გარყვნილია და გარყვნილების პროპაგანდას, თურმე ეროვნული იდენტობის, საქართველოს წართმევა უნდა. ჩამოყალიბდით, ევროპას ეროვნული იდენტობის წართმევა უნდა, თუ ევროკავშირი კარგია და თქვენ გამალებით მუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ევროკავშირში შეიყვანოთ, თუ სიმართლეა ის, რასაც თქვენი ლიდერები და მხარდამჭერები ავრცელებენ, რომ ევროპა ცუდია, მაშინ გამალებით რაზე მუშაობთ? სიმართლე რომელია? ამ ორიდან რომელიღაც ნამდვილად ტყუილია და ამ ტყუილზეც აიღეთ პასუხისმგებლობა. გამოდით და თქვით ის, რაც სიმართლეა. ნუ გეშინიათ, სიმართლე საშიში არ არის. ტყუილი არის საშიში, რომელშიც ახლა, ძალიან მკაფიოდ გაიხლართეთ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით