სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე - 1966 წელს დაბადებული ხ.ხ. და 1987 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს სადახლოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ხ. და 2003 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება