ბადრი ჯაფარიძე - ბრიუსელში ითქვა, რომ 9 პუნტი შესრულებული არ არის, კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მათნი კი ჯიუტად იმეორებენ, რომ შესრულებულია -  „ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას ევროპისკენ მიმავალი კარი ჩაურაზოს

"ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ევრორეკომენდაციების შესრულების განზრახვაც კი არ აქვთ. ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ჩაურაზოს ევროპისკენ მიმავალი კარი ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს კარი მაინც გაიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეალური ამოცანაა, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ევროკომისიას საფუძველი მისცეს, რომ საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

„ბრიუსელში პირდაპირ ითქვა, რომ 9 პუნქტი შესრულებული არ არის. კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მათნი ჯიუტად იმეორებენ, რომ მათ შესრულებული აქვთ პუნქტები. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განზრახვაც კი არ აქვთ ამ პუნქტების შესრულების. ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ჩაურაზოს ევროპისკენ მიმავალი კარი ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს კარი მაინც გაიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე, მაგრამ ფაქტი არის სახეზე, რომ ვინც გასცა რეკომენდაცია, ის თავის დასკვნაში ამბობს, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არ არის შესრულებული. უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს რეკომენდაციებს შეგნებულად, მიზანმიმართულად და ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე, სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შესაბამისად, დასავლელ პარტნიორებში ლეგიტიმური ეჭვია, რომ დიდი საფრთხე არსებობს, საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად იქნეს გამოყენებული.

„თუკი ქვეყანა და „ქართული ოცნება“ არ უერთდება სანქციებს, რჩება დიდი რისკი იმის, რომ ქვეყანა შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციების თავიდან ასარიდებლად. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მიმართ. ეს არის გამოწვეული „ქართული ოცნების“ სრულიად დესტრუქციული და დამაზიანებელი განცხადებებით. იმეორებენ მუდმივად, რომ ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და ამავდროულად ამბობენ, რომ სანქციებს შედეგები არ მოაქვს. ეს ყველაფერი არის სწორედ იმის საფუძველი, თუ რატომ არის ლეგიტიმური ეჭვი ჩვენს მეგობრებში, დასავლელ პარტნიორებში, რომ არსებობს დიდი საფრთხე, ქვეყანა იქნეს გამოყენებული რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით