თინა ხიდაშელი - ევროპაში ბოლო ვიზიტების შემდეგ, ხელისუფლება იმ ფასზე დაფიქრდა, რომლის გადახდაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში მოუწევს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროპაში ბოლო ვიზიტების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდა იმ ფასზე, რომლის გადახდაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში მოუწევს.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების მიმართ საფრთხეები დაინახა სტატუსის ვერ მიღების პირობებში, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ტაქტიკას შეცვლის.

„ევროპაში ბოლო ვიზიტების შემდეგ არის იმის პატარა ნიშნები, რომ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, განცდა გაუჩნდა, რომ თუ ახლა რაღაცას მაინც არ გააკეთებს, თუნდაც მცირედით თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იქნება, რატომღაც მანამდე ეგონათ, რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეოდნენ, იმ რიტორიკით, რომელიც აქვთ - ოპოზიციის ბრალია და ოპოზიცია ხატავს ყველაფერს მუქ ფერებში და ა.შ. ახლა, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ამ რიტორიკის შედეგი ვერ იქნება ისეთი, როგორიც მათ უნდოდათ. ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე მოქმედება, რომელმაც მცირე ნაბიჯებით პროცესი უფრო ოპტიმისტური გახადა. უმთავრესი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რასთანაც, ბუნებრივია, არანაირი საერთო აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს, მაგრამ საბოლოოდ, ქვეყანაში მიღებული პოზიტიური ნაბიჯია. ამის გარდა, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების განცხადება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, როგორი ფორმითაც აპირებდნენ მიღებას აღარ მიიღებენ, რაც წლის ბოლომდე გადადეს. მოუთმენლად ველოდები, რას იზამს საარჩევნო კანონმდებლობაზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სხვა პერიოდებთან განსხვავებით, როდესაც მყისიერად გამოვარდებოდნენ ხოლმე და პრეზიდენტის შეურაცხყოფას იწყებდნენ და ამბობდნენ, რომ არაფერი ხელს არ შეუშლის და ვეტოს მაინც დაძლევენ, ხელს ახლაც არაფერი არ შეუშლით და ვეტოს მაინც დაძლევენ, მაგრამ აპირებენ თუ არა ვეტოს დაძლევას, ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით გერმანიის კანცლერთან ვიზიტის შემდეგ იგრძნობა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუჩნდა ჭმუნვები ამ პროცესთან მიმართებაში, იქნებ ამან რამე შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორ ხიდაშელმა აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადება მნიშვნელოვანია, მაგრამ მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ადრე რომ დაეწყო ვეტოს გამოყენება, შესაძლოა, ახლა ქვეყანაში სხვა ვითარება ყოფილიყო.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება მნიშვნელოვანი იყო, საერთოდ პრეზიდენტს ადრე რომ დაეწყო ვეტოს გამოყენება, შესაძლოა, ახლა სხვა ვითარება გვქონოდა, მაგრამ ნიკა გვარამიას შეწყალება იყო პირველი დიდი ნაბიჯი ამ გზაზე, რაზეც ის ბოლო ერთი წელია საუბრობს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და მან ეს რეალურ გადაწყვეტილებებში ასახა. რამდენად გაჰყვება ხელისუფლება ამ გზაზე, ვნახოთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო