მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე, რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია - რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა, ძალიან მიკვირს

საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ნუ შეეშინდებათ.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ახლა საარჩევნო სიებში ადგილის გაყოფის დრო არ არის და ძალიან უკვირს ამას რომ უყურებს.

„მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა.

საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია. ახლა მთავარია არ შეგვეშინდეს!

მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება მოვეკალი. ნურც თქვენ შეგეშინდებათ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა!

რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა - ძალიან მიკვირს ამას რომ ვუყურებ.

წინ რუსეთის და უკრაინის მოვლენების პარალელურად (განსაკუთრებით უკრაინის წარმატების პარალელურად), უმძიმესი პერიოდი გველოდება, რომლის გასავლელად კონსოლიდაცია და ახალი ელემენტების შემოტანა გვჭირდება, ისეთის, რაც წინა წლებში არ ყოფილა აქტუალური.

ჩვენ მათ მოგვპარეს მომავალი და ახლა უნდათ აწმყოს წართმევაც. უნდა ვუთხრათ ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში, რომ ვერ მოგვერევით. ვერ “დაგვაჩმორებთ”, ჩვენ ბევრად მეტი ვართ.

რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი.

მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას”, - წერს სააკაშვილი.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით