დევიდ ო’ სალივანი - აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე - რაც ჩემთვის ნათელია, მომავალში თუ ჩაიხედავ, ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან

ჩემთვის ნათელია, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სურვილი არ გვაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგალური ვაჭრობა დავაკნინოთ. ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც არაა სანქცირებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს ექსპორტი.

რაც შეეხება საშუალოდან გრძელ პერსპექტივამდე, მეშინია, რომ რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები არ არის მთლად იმედის მომცემი, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას და მჯერა, რომ სანქციები კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩება ძალაში. რომ წარმოვიდგინოთ ომის შეჩერება, რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა ამ მომენტში, რუსეთთან სხვა პრობლემებიც უნდა მოგვარდეს და სანქციები, ჩემი აზრით, 5-10 წელით კიდევ იქნება. და ყველამ ამ გარემოების მართვით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ეს საბოლოო ჯამში შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკას, უკვე ვხედავთ ამას, და რუსი ხალხის კეთილდღეობის დაკარგვას, რაც ბატონი პუტინის პოლიტიკური არჩევნების სამწუხარო შედეგია.

აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე თუ სად მდებარეობს მათი საუკეთესო პერსპექტივები. რაც ნათელია ჩემთვის არის ის, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას”, - განაცხადა ო’სალივანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია