ბექა დავითულიანი - ზუსტად ვიცი ძალიან დიდი სიძულვილით გვეძახიან რუსს - როგორც თვითონ შეურაცხგვყოფენ, ისე შეურაცხვყოფ ზუსტად

სიძულვილის ენა ნაწილობრივ ისედაც არის აკრძალული და ამ მხრივ, თუ დავხვეწთ მუშაობას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რუსის ძახილი შეურაცხმყოფელია - როგორც თვითონ შეურაცხგვყოფენ, ისე შეურაცხვყოფ ზუსტად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ იცის "რუსის ძახილი" სიძულვილის ენაა თუ არა, თუმცა, "რუსს" სიძულვილით ეძახიან და ეს არ მოსწონს.

"მე ვიცი, რომ სიძულვილის ენა ევრორეკომენდაციებითაც არის აკრძალული. ნაწილობრივ სიძულვილის ენა ისედაც არის აკრძალული და ამ მხრივ თუ დავხვეწთ მუშაობას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

რაც შეეხება რუსის ძახილს, რუსი შეურაცხმყოფელი არის, თუმცა, სიძულვილის ენა არის თუ არა, ვერ გეტყვით. სიძულვილით რომ გვეძახიან ზუსტად ვიცი, რამდენად არის სიძულვილის ენა, არ ვიცი. სიძულვილის ენაში ვინ, რას ჩათვლის, მეორე საკითხია. ზუსტად ვიცი ძალიან დიდი სიძულვილით გვეძახიან (რუსს), მეც ძალიან არ მომწონს, ამას რომ გვეძახიან. როგორც თვითონ შეურაცხგვყოფენ, ისე შეურაცხვყოფ ზუსტად", - განაცხადა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა დღეს განაცხადა, რომ ირლანდიას აქვს კარგი პრაქტიკა, შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოიყენონ პარლამენტის მუშაობისას და ირლანდიური გამოცდილება უნდა შეისწავლონ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს