ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ამ ომს წააგებს, ამაში ევროპას ეჭვი უკვე აღარ ეპარება, ხოლო ჩვენ მშვიდობას მივიღებთ - რეალურ უსაფრთხოებას ჩვენი ხალხებისთვის

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის ლიდერებთან დღის წესრიგში ობიექტურად არსებული უსაფრთხოების აქტუალური საკითხების მთელი სპექტრი განიხილა.

„პრეზიდენტებს მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე ჩვენი მებრძოლების აქტიურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, სირთულეებით, მაგრამ აგრძელებენ ჩვენი მიწის გათავისუფლებას” , - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის მომზადება იქნა განხილული.

„ახლა ალიანსს რეალური შესაძლებლობა აქვს სამიტის გადაწყვეტილება ევროპისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი გახადოს, რაც ნატოში უკრაინის მოწვევაზე იქნებოდა მიმართული“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინის ევროინტეგრაციის და მშვიდობის ფორმულის სამიტის მომზადების თემებზე იმსჯელეს.

«რუსეთი ამ ომს წააგებს, ამაში ევროპას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, ხოლო ჩვენ მშვიდობას მივიღებთ, რეალურ უსაფრთხოებას ჩვენი ხალხებისთვის. ყველა ერთად, ერთობით, ერთმანეთის გაძლიერებით, ჩვენი ალიანსის გაძლიერებით, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებით, ევროკავშირისა და ჩვენი საერთო ცხოვრების ევროპული წესის გაძლიერებით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა შეიარაღებული, ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება