პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მომხსენებელი, პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი განმარტავს, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და სისტემის მიმართ მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას აღადგენს.

კანონის პროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი შეიქმნება, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები. ასევე, დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში რუსული გავლენების გაზრდის საფრთხეს შეიცავს და აღნიშნულმა კანონმა შესაძლოა, კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გააძლიეროს. როგორც ამ კონტექსტში განხილვების დროს ითქვა, კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზე (GERA) არის მორგებული, რომელსაც მოქმედი კანონით საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება არა აქვს და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება