ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნება“ ელაქუცება ოკუპანტს და დაპირისპირებაში შედის სტრატეგიულ მოკავშირეებთან - კობახიძეს საკუთარი  აზრი არ გააჩნია, დილას რომ გაიღვიძებს, რა ექნება სათქმელი, თვითონაც არ იცის

„ქართული ოცნება“ ელაქუცება ოკუპანტს და დაპირისპირებაში შედის სტრატეგიულ მოკავშირეებთან - კობახიძეს საკუთარი ნება, აზრი არ გააჩნია. დილას რომ გაიღვიძებს, რა ექნება სათქმელი და გასაკეთებელი, თვითონ არ იცის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა.

ბუჩუკურის თქმით, კობახიძის განცხადებები ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია.

"ესაა ირაკლი კობახიძის და "ქართული ოცნების" სამარცხვინო, ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილი და საქმე აქამდე მივიდა. ძალიან უხერხულია, სირცხვილია, "ქართული ოცნება" ელაქუცება ოკუპანტს და დაპირისპირებაში შედის სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომელიც დღემდე გვეხმარება ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში და მშვიდობის შენარჩუნებაში.

ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც წინა პრემიერზე ამბობდა "ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო", შემდეგ კი ვიხილეთ მისი ნარატივები გახარიასთან მიმართებით. ირაკლი კობახიძეს საერთოდ რა უნდა მოსთხოვო? რა მორალი და ლოგიკა უნდა მოსთხოვო? ეს არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ნება, აზრი არ გააჩნია. დილას რომ გაიღვიძებს, რა ექნება სათქმელი და გასაკეთებელი, თვითონ არ იცის,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა.

"როცა გამოდის გავლენიანი ელჩი და ამბობს, დედის გინება, ბილწსიტყვაობა სამოქალაქო აქტივიზმია, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს რა თქმა უნდა, ძალადობის წახალისებაა," - აღნიშნა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა