ხატია დეკანოიძე პრემიერს - თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს „რუსულ კანონის“ გაპროტესტებისთვის სატანისტებს უწოდებდით, მაინტერესებს, ყველა, ვინც დასავლეთში განათლების მისაღებად მიდის სატანისტია? - დღეს თქვენ თავსაც გადააჭარბეთ

საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ის პრემიერის დღევანდელი მოხსენებიდან ახალს არაფერს ელოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურმა თავისი დღევანდელი გამოსვლით საკუთარ თავსაც გადააჭარბა.

„საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რომ დღემდე ეს გუნდი, ეს პარტია და ეს ადამიანი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის შეურაცხყოფა, რომელიც ახლა მან ტრიბუნიდან გააჟღერა, ეს არის ნამდვილად ჩემი და ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა და ეს მინდა თამამად ვთქვა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მან პრემიერს კითხვით მიმართა, რატომ არ მიდის ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე.

„ბატონო ირაკლი, თქვენ საუბრობდით სტატუსზე და რაღაც კამპანიურად ამბობთ, რომ სტატუსი მნიშვნელოვანია და ა.შ. თქვენი გუნდის წარმომადგენელი, კახა კალაძე, ამბობს, რომელიც, თუ არ ვცდები, რაღაც თანამდებობას იკავებს „ქართლ ოცნებაში“, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ესეც არ არის პრობლემა და მე მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა თქვენ მის ამ განცხადებას, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ესეც პრობლემა არ არის?

მეორე, რაც მაინტერესებს, ეს არის, რატომ არ მიდიხართ ვილნიუსის სამიტზე და ხომ არ უკავშირდება ეს „გლობსეკზე“ თქვენს განცხადებებს, როდესაც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ პირდაპირ დაადანაშაულა ნატო, თქვენს განცხადებას ვციტირებ, იმაში, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოხდა და რატომ არ ესწრებით იმ ძალიან მნიშვნელოვან სამიტს?

თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც აქ რუსულ კანონს აპროტესტებდა, სატანისტებს უწოდებდით. ამიტომ მე მართლა მაინტერესებს, ასე ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც დასავლეთში მიდის განათლების მისაღებად, მართლა სატანისტია? და მათ შორის ძალიან ბევრი თქვენი შვილებიც მიდიან. ახალს არაფერს არ ველოდებოდი აქ თქვენგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენს თავსაც გადააჭარბეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს