პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატები იძახდნენ, „გარეთ გავიდეთ, დავილაპარაკოთო“ - გამოსული ვარ, მზად ვარ და თუ უნდათ, დავილაპარაკოთ - არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით

არავის ეშინია მათი. ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე. არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით - მესმოდა უკნიდან, გარეთ აპირებდნენ საქმის გარჩევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მათ "ქართული ოცნება" ამხილეს, საპასუხოდ კი ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"არავის ეშინია მათი. ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე. არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით. როცა უსამართლოდ გესხმიან თავს, ყველამ უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი. არანაირი შეურაცხყოფა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, იყო მხილება და ფაქტები, ამ მხილებაზე ჰქონდათ "ოცნების" ცალკეულ დეპუტატებს ძალადობის მცდელობა. მე მზად ვარ, ინტელექტუალური შეჯიბრისთვის, რომ მათ ტელევიზიებში ვისაუბროთ 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე, ქვეყნის პერსპექტივაზე, ასევე, ჰქონდათ სურვილი სხვა ფორმატში შეხვედრის და არც მაგაში მაქვს წინააღმდეგობა. საქართველოს დასაცავად მზად ვარ ყველაფერზე. გავიდეთ, დავილაპარაკოთო - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ხალხის ძალის" წევრები იძახდნენ, მესმოდა უკნიდან, რომ გარეთ აპირებდნენ საქმის გარჩევას. მე მზად ვარ, გამოსული ვარ, თუ უნდათ დავილაპარაკოთ.

რაც შეეხება ანგარიშს, იყო ბოლშევიკურ პათოსში. მარტივი კითხვა არსებობს, თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს