ირაკლი ღარიბაშვილი - სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ნახევარ მილიარდს ხარჯავს.

„რაც შეეხება ბავშვებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას. პირველ რიგში, მე არ გეთანხმებით. თქვენი კითხვის გულწრფელობაში დავრწმუნდებოდი, თუ იტყოდით იმას, რომ სახელმწიფომ კარგია, რომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები და 500 მილიონი ლარით, ნახევარი მილიარდით ვაფინანსებთ ბავშვებს. ყოველთვე თითო სოციალურ დაუცველ ბავშვს ეძლევა 200 ლარი. 230 000 ბავშვი იღებს ყოველთვე 200 ლარს. გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ აი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გააკეთეთ, რჩება პრობლემები ამაში, ამაში, ამაში. ეს დამაჯერებელი იქნებოდა. 50 ლარი იყო ეს დახმარება, ჩემს დროს გაიზარდა და 200 ლარი გახდა, 1-ელი ივლისიდან, ხვალიდან 200 ლარი იქნება დახმარება თითო ბავშვზე, ნახევარ მილიარდს ვხარჯავთ. საკმარისია?! შეიძლება არ არის საკმარისი, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, როცა გვექნება საშუალება, კიდევ მეტს გავაკეთებთ.

პენსიები გავზარდეთ, სოციალური დახმარებები გავზარდეთ. გახსოვთ, რომ დავიწყეთ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა, 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეტაპობრივად გადადის კერძო სექტორში. ეს ხომ პროცესია, ამას მუშაობა უნდა და რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი წახალისებაც. ბავშვებზე დახმარება ნული იყო 2012 წელს. საერთოდ არავითარი დახმარება არ არსებობდა ბავშვებთან მიმართებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა პენსიონერების სესხების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მთავრობამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, გაიმართა აუქციონი და განაკვეთები შემცირდა, ახლა 26%-ია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ქეთევან თურაზაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ თავად კონკრეტული ფაქტებით საუბრობს და დეპუტატს შეუძლია ნებისმიერი მონაცემი გადაამოწმოს.

„სხვებისგან განსხვავებით, მე აქ არ ვიტყუები და მითუმეტეს, ჩემს თავს არ ვაკადრებ და ამ ტრიბუნიდან ასეთ რამეს არ ვიზამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით