დავით სონღულაშვილი - სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარებით, რომელიც მეტწილად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ ყველა მიცემულ პირობას

სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარებით, რომელიც მეტწილად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები ზედმიწევნით ზუსტად და შესაბამისი ვადების მიხედვით ასრულებენ ყველა გაცემულ პირობას, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარების შედეგად საგზაო, ურბანული, სასოფლო, აგრარული, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება უფრო მობილურს გახდის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებას და მოსავლის დაბინავებისა თუ მისი რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას მიცემს მოსახლეობასა და ფერმერებს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ფაინენშელ თაიმსის" ჯგუფის წევრმა სარეიტინგო კომპანიამ - ეფ-დი-აი ინტელიჯენსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.

„მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში მშპ-ს ორნიშნა ზრდა გვქონდა. ისევ პირველ ათეულში ვართ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს ვიკავებთ", - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ყურადღება გაამახვილა ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3"-ის მშენებლობაზე, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში. ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოზე გამავალი ყაზახური და ცენტრალური აზიის ტვირთების მარშრუტის თაობაზე, რომელმაც მაქსიმალურად გაზარდა საქართველოს რკინიგზისა და პორტების შემოსავალი და მოგება.

მისი თქმით, განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები ხორციელდება ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ევროპის ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს