თინა ბოკუჩავა - უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის დასანქცირება საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - იმედი მაქვს, ამას დასავლეთის მხრიდან სანქციებიც არ მოჰყვება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინის მხრიდან ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ დაიცვას დასავლეთის სანქციების რეჟიმის რუსეთის წინააღმდეგ, ქართული კომპანია სანქციების სამიზნე თავად ხდება.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტს სანქცია დასავლეთიდანაც არ მოჰყვება.

„ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო რუსეთს უწესებს სანქციებს, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ დაიცვას დასავლეთის სანქციების რეჟიმის რუსეთის წინააღმდეგ. თავად ხდება ქართული კომპანია სანქციების სამიზნე უკრაინის მხრიდან. იმედი მაქვს, ამას არ მოჰყვება დასავლეთის მხრიდან სანქციებიც. ვიცით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების მიზნით. ეს სტრატეგიულად ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პუტინის რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ სწორედ უკრაინასთან ერთად უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და შევიდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში. ნაცვლად იმისა, რომ ახლა საქართველოსა და უკრაინას ერთიანი პოლიტიკა ჰქონდეთ ამ თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ ქართული კომპანიები ხდებიან უკრაინული სანქციების სამიზნე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება