პრეზიდენტი - ჩემი როლი არის ინსტიტუტების დაცვა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ იღებს გადაწყვეტილებას

ჩვენი საერთო ბრძოლა უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება, პირადად, ჩემი როლი არის ინსტიტუტების დაცვა, ყველა ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის დაცვაა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იღებს - ის, თუ იღებს - ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის, „ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად პოლიტიკაზე ივანიშვილის ჭარბ გავლენას“, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„მე მგონი, ბევრი ფაქტორია, არ მგონია, ეს ფაქტორი უფრო მეტად, ვიდრე ის მიღებული კანონები, ან ის რიტორიკა, რაც არის. არავინ იცის, მე არ ვიცი, რა წილით არის ის გადამწყვეტი, თუ არ არის გადამწყვეტი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. რასაც აქვს სამაგიეროდ მნიშვნელობა, არის ის, რომ მთავარი ბალანსი ერთპიროვნული გავლენის, თუ ერთი ჯგუფის გავლენის, თუ ერთი პარტიის ლიდერის გავლენის, რომელიც „ალთას“ ლაპარაკობს და ზოგჯერ პრემიერი - „ბალთას“. ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინსტიტუტების გაძლიერება ხდებოდეს, ამას გვეუბნება ვენეციის კომისია ოლიგარქიის კანონზე, ამას გვეუბნება ევროპის ყველა ინსტიტუტის წარმომადგენელი, თქვენ ინსტიტუტები გააძლიერეთო, რადგან ეს არის მთავარი სისტემური დაცვა იმ ყველაფრის მიმართ, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნის არშესრულებული რეკომენდაციები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება