პრეზიდენტი - შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება თუ არ არის თანხმობის ნიშანი, მაშინ არ ვიცი რა არის - მეტს კი არ ვითხოვ, ეს გავიმეოროთ და გავაკეთოთ

ხშირად ავიწყდებათ, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება მოხდა სასახლეში, ეს თუ არ არის თანხმობის ნიშანი, მაშინ რა არის?! - წინაა ძალიან მნიშვნელოვანი 6 თვე და დიდი იმედი მაქვს, ამ ტიპის რაღაცას გავიმეორებთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეძლებს ეროვნული თანხმობის მიღებას მაშინ, როცა პრეზიდენტობის პირველი ნახევარი ოპოზიციასთან, მეორე კი ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა გაატარა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დაპირისპირებული ის ოპოზიციასთან არ ყოფილა, თუმცა, მიიჩნევდა, რომ საჭიროა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რომელიც არჩევნებში მას დაეხმარა.

ზურაბიშვილის თქმით, როცა საუბარი იყო ეროვნულ თანხმობაზე, მიიჩნევდა, რომ ევროკავშირი მთავარი თემა იყო.

„დაპირისპირებული როგორც ასეთი, ოპოზიციასთან მე არ ვყოფილვარ. ჩემი პრეზიდენტობის პირველი ეტაპი იყო, ვიტყოდი „კოვიდამდე“, სადაც მე მივიჩნევდი, რომ საჭიროა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რომელიც დამეხმარა ამ არჩევნებში. ეს გვაძლევდა რაღაც დამატებით ბერკეტებს, რადგან შეიძლება შეთანხმება კანონებზე, ინიციატივაზე, არ ვიცი დიდად თუ გაამართლა. მერე მოვიდა „კოვიდი“ და იყო თანამშრომლობა იმ პერიოდში ამ საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი, ამავე დროს იყო ეს ეროვნული თანხმობის ინიციატივა, რომელიც მერე ჩაიკარგა ამ „კოვიდში“. მეგონა და მივიჩნევ, რომ ევროკავშირი იყო მთავარი თემა. ყოველ შემთხვევაში, ამისგან იმ დაძაბულობის მოხსნა, რაც არსებობს კიდევ ჩვენს საზოგადოებაში. მე იმას მივაღწიე, რაც ხშირად ავიწყდებათ, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება მოხდა სასახლეში, დავანებოთ ჩემი რა როლი იყო ამაში, იქ მოაწერეს ხელი, ყველა მოვიდა და მოაწერა, ეს თუ არ არის თანხმობის ნიშანი, მე აღარ ვიცი რა არის. მეტს კი არ ვითხოვ დღეს, ეს გავიმეოროთ და გავაკეთოთ. არის წელიწადნახევარი (პრეზიდენტობის ვადის დარჩენილი), არის 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედი მაქვს რაღაცას, ამ ტიპის, გავიმეორებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს