შალვა პაპუაშვილი - ტრადიციულად, პრემიერის ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, სათქმელი არ ჰქონდა

ტრადიციულად, პრემიერის ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, სათქმელი არ ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში შეაფასა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის კითხვები პოპულისტურ საკითხებს შეეხებოდა, ამის საპირისპიროდ კი პრემიერის ანგარიშში საუბარი მიღწევებსა და გამოწვევებზე იყო.

„12 საათი გაგრძელდა პრემიერის წლიური ანგარიში და ვნახეთ, რომ ოპოზიცია ბოლომდე ვერ შევიდა დისკუსიაში. მოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა სექტორში მიმდინარე პროცესებზე და არცერთი კითხვა არ დაისვა ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე; იმ საკითხებზე, რომელსაც პოპულისტურად წამოაყენებენ ხოლმე ამა თუ იმ მომენტში. კვლავ ის პოპულისტური საკითხები დააყენეს - დაწყებული სააკაშვილის საკითხით. 2-3 საკითხია, რომლითაც ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი პოლიტიკური დისკუსია. ამის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რა გაკეთდა, რა მიღწევები და გამოწვევებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარტყმა იყო ბოლო წლებში - პანდემია, თუ რუსეთის აგრესია, მთავრობამ შეძლო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ინსტიტუციური განვითარება მაღალი მაჩვენებლითაა. მათ შორის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშებიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს ხელისუფლების გამჭვირვალობით თუ ანტიკორუფციული ღონისძიებებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, რატომ არ მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში ორი დღის წინ გამართულ მიღებაზე.

მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პატივისცემა ელემენტარული პრინციპია და როდესაც ეს პრინციპი დაირღვევა რეაქცია იქნება.

„საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის პატივისცემა უპირველესად გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში. ეს ელემენტარულია და ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც ელემენტარული უნდა იყოს, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის, ხალხის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. სადაც და როცა დარღვეულა ეს პრინციპი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართაც, მქონდა რეაქცია და მომავალშიც მექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება